Accessibility links

site logo site logo

აშშ-მა რუსეთს გაუგრძელა უკრაინის გამო დაწესებული სანქციები


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელების დოკუმენტს. სანქციების მოქმედების ვადა 6 მარტს იწურებოდა.

რუსეთის თანამდებობის პირების და კომპანიების საწინააღმდეგო სავიზო, ფინანსური და ეკონომიკური სანქციები 2014 წლიდან, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროიდან მოქმედებს გარკვეული ვადით და მისი ამოწურვის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი იღებს სანქციების გაგრძელების, ან შეწყვეტის გადაწყვეტილებას. ბარაკ ობამას შემდეგ, რუსეთს სანქციებს უგრძელებდა დონალდ ტრამპი.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, 2014 წლის მარტში შემოღებული და არაერთხელ გაგრძელებული სანქციები უნდა შენარჩუნდეს 2021 წლის 6 მარტის შემდეგაც, რადგან სანქციების გამომწვევი მოქმედება და პოლიტიკა ისევ დიდ საფრთხეს უქმნის აშშ-ის საგარეო პოლიტიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG