Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინა დღეებთან შედარებით შემცირებულმა ტესტირებამ კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოავლინა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 12 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 10 678 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 133 შემთხვევა.

3 მარტი საქართველოში უქმე იყო და წინა დღეებთან შედარებით სულ მცირე ორჯერ ნაკლები ტესტირება სავარაუდოდ, ამას უკავშირდება.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 1.25%;

ბოლო 7 დღის - 1.25%;

ბოლო 14 დღის - 1.65%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 276-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 271 872 შემთხვევა. მათგან 266 081 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3553 ადამიანი.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა მარტში:

1 მარტი - ახალი შემთხვევა 160(ტესტი 17947). გარდაცვლილი 10;

2 მარტი - ახალი შემთხვევა 461(ტესტი 22900). გარდაცვლილი 12;

3 მარტი - ახალი შემთხვევა 360(ტესტი 25349). გარდაცვლილი 9;

4 მარტი - ახალი შემთხვევა 133(ტესტი 10678). გარდაცვლილი 12.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG