Accessibility links

site logo site logo

ვირუსის ახალი შტამი ბრაზილიაში სიკვდილიანობას ზრდის, გერმანია ნაწილობრივ კარანტინს აგრძელებს


ბრაზიმლია, სან-პაულუს აეროპორტი

3 მარტს ბრაზილიაში დამყარდა კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობის რეკორდი. ვირუსულმა შტამმა, რომელიც ქვეყანაში ვრცელდება, უდიდესი შტატი, სან-პაულუ, აიძულა შემოეღო ნაწილობრივი კარანტინი.

ევროპაში, გერმანიაში მთავრობამ სამი კვირით გააგრძელა კარანტინი.

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში ვირუსის გამო დაიღუპა 1910 ადამიანი, რის შედეგად სულ, დახოცილთა რიცხვმა მიაღწია 260 ათასს, რაც მეორე მაჩვენებელია მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

სან-პაულუს შტატი, სადაც 44 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ბოლო შტატია, რომელმაც შემოიღო კარანტინი ე.წ. ბრაზილიური შტამის გამო, რომელსაც ასევე უწოდებენ P1-ს.

პანდემია დიდ ზიანს აყენებს სამხრეთ ამერიკას, რომლის ქვეყნებმაც ახლახან წამოიწყეს ვაქცინაციის კამპანია.

განსხვავებული ვითარებაა ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი მაღალი რჩება, მაგრამ იანვრის შემდეგ იკლებს.

აშშ-ში ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვმა იანვრის შემდეგ 70 პროცენტით იკლო, ხოლო ყოველდღიურად სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი იმავე პერიოდში შემცირდა 40 პროცენტით.

ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც გამოცხადდა, რომ მაისის ბოლოსთვის აშშ-ში ყველა მოზრდილისთვის იქნება საკმარისი რაოდენობის ვაქცინა, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა ტეხასის და მისისიპის შტატები, სადაც გამოცხადდა კარანტინის სრულიად გაუქმება და ნიღბების ტარების ვალდებულება გაუქმდა.

გერმანიაში ვადა გაუგრძელეს ნაწილობრივ კარანტინს 28 მარტამდე, თუმცა შერბილდა შეკრებილთა რაოდენობის აკრძალვა და ის ხუთამდე გაიზარდა, ასევე გაიხსნა ზოგიერთი მაღაზია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG