Accessibility links

site logo site logo

ხოშტარია: მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს


ელენე ხოშტარია

პლებისციტის საკითხზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია.

„არაფერს არ დავთმობთ პრინციპულს, პოლიტპატიმრები გამოვლენ და ვადამდელი [არჩევნები] იქნება, დანარჩენი ტაქტიკის ამბავია, რომელიც ჩვენს კისერზე და ტყავზე გადადის. მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს", - წერს „ფეისბუკზე" ელენე ხოშტარია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ საქართველოს სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები. „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს”, -აღნიშნა მან.

4-პუნქტიან გეგმაში, რომელიც ოპოზიციამ ჯერ კიდევ დეკემბერში წარადგინა, ნათქვამი იყო:

„ვარიანტი 1. ახალი არჩევნების დანიშვნა 2021 წელს;

ვარიანტი 2: პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. პლებისციტი უნდა ჩატარდეს შეკითხვით: „უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად“. პასუხის ვარიანტები: „დიახ“ და „არა“.

იმ შემთხვევაში, თუ პლებისციტში მონაწილე საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა დადებითად უპასუხებს პლებისციტში დასმულ კითხვას, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად. რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს ამ შეთანხმების მე-3 და მე-4 პუნქტების [საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმის] გათვალისწინებით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG