Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ყირიმელი თათრების ლიდერს, მუსტაფა ჯემილევს 2034 წლამდე აუკრძალა ყირიმის ტერიტორიაზე შესვლა


მუსტაფა ჯემილევი
მუსტაფა ჯემილევი

რუსეთმა ყირიმელი თათრების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, მუსტაფა ჯემილევს 2034 წლამდე აუკრძალა ყირიმის ტერიტორიაზე შესვლა.

აკრძალვის გაგრძელების შესახებ ცნობილი გახდა ჯემილევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შესწავლისას რუსეთის სასამართლოს მიერ, ანექსირებულ ყირიმში. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტი „კრიმ.რეალიი“ იტყობინება. აკრძალვა 2019 წლის 5 მარტს დაწესდა 15 წლით, 2034 წლის 5 მარტამდე.

ამჟამად მიმდინარეობს ჯემილევის სასამართლო პროცესი საქმეზე, რომელიც მის წინააღმდეგ შარშან აღძრა რუსეთის ხელისუფლებამ. მას დაუსწრებლად წაუყენეს ბრალდება ყირიმში უკანონოდ შესვლის მცდელობაში, ცეცხლსასროლი იარაღის გაუფრთხილებლად შენახვასა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენაში.

ჯემილევი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. დისიდენტის მომხრეები დარწმუნებული არიან, რომ მისი დევნა დაკავშირებულია იმასთან, რომ ის არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG