თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მეოთხე თვეა, რაც სახელმწიფო მოქალაქეებს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მიმოსვლის თავისუფლებას უკრძალავს.
მათი თქმით, დღეს, როდესაც ვირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე შეზღუდვების მოხსნის წინაპირობად იყო გაცხადებული, ხელისუფლებას არ აქვს არანაირი არგუმენტი იმისათვის, რომ მოქალაქეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები შეუზღუდოს.
შეზღუდვების დიდი ნაწილის გაუქმების მიუხედავად, კვლავ ძალაში რჩება "კომენდანტის საათი".
საქართველოს მასშტაბით, "კომენდანტის საათი" 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, 28 ნოემბრიდან მოქმედებს. წესის დარღვევისთვის მოქალაქე 2000 ლარით ჯარიმდება.
დაწერეთ კომენტარი