Accessibility links

site logo site logo

მოლდოვა პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც კოვიდ-19-ის ვაქცინა COVAX-ის პროგრამით მიიღო


მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ, პირველმა ევროპაში, მიიღო AstraZeneca-ს ვაქცინა მსოფლიო სქემის, ღარიბი ქვეყნებისთვის შექმნილი პროგრამის, COVAX-ის გზით. სანდუმ ტვიტერით დაწერა, რომ 14400 დოზა უკვე ჩავიდა მოლდოვაში.

ორი დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინებოდა, რომ მოლდოვამ მოიპოვა საკმარისი რაოდენობის ვაქცინა იმისთვის, რომ აიცრას 1,7 მილიონი მოქალაქე, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი.

მოლდოვამ იაქტიურა ვაქცინისთვის მსოფლიო ბრძოლაში და შეწირულობები მიიღო.

გასულ კვირაში რუმინეთმა 21600 დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა შეწირა მოლდოვას, რათა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანას თავისი მოსახლეობის აცრა დაეწყო.

მოდოვას კოვიდ-19-ის 191 ათასი შემთხვევა ჰქონდა და ოთხი ათასი ადამიანი დაიღუპა ინფექციისგან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG