საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 15 პაციენტი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 7823 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 147 შემთხვევა. ყველაზე მეტი, 64 თბილისში.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური - 1.88%;
ბოლო 7 დღის - 1.67%;
ბოლო 14 დღის - 1.54%.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 193-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 272 998 შემთხვევა. მათგან 266 886 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3591 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 97%-ია, ხოლო გარდაცვალების 1.3%.
24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა მარტში:
1 მარტი - ახალი შემთხვევა 160(ტესტი 17947). გარდაცვლილი 10;
2 მარტი - ახალი შემთხვევა 461(ტესტი 22900). გარდაცვლილი 12;
3 მარტი - ახალი შემთხვევა 360(ტესტი 25349). გარდაცვლილი 9;
4 მარტი - ახალი შემთხვევა 133(ტესტი 10678). გარდაცვლილი 12;
5 მარტი - ახალი შემთხვევა 390(ტესტი 22022). გარდაცვლილი 10;
6 მარტი - ახალი შემთხვევა 355(ტესტი 19737). გარდაცვლილი 4;
7 მარტი - ახალი შემთხვევა 234(ტესტი 15919). გარდაცვლილი 9;
8 მარტი - ახალი შემთხვევა 147(ტესტი 7823). გარდაცვლილი 15.