Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Nexta-მ გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმი ლუკაშენკას სიმდიდრეზე


ლუკაშენკა 2020 წლის საახალწლო კონცერტზე
ლუკაშენკა 2020 წლის საახალწლო კონცერტზე

ბელარუსულმა ტელეგრამის არხმა Nexta-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო-დოკუმენტური ფილმი „ოქროს ფსკერი“, რომელიც შეიცავს ბელარუსი ავტოკრატი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მისამართით გამოთქმულ კორუფციულ ბრალდებებს.

პოპულარული ოპოზიციური ტელეგრამის არხი Nexta ორი კვირის განმავლობაში არ განახლებულა, რამაც წარმოშვა ხმები მისი ადმინისტრატორების ბედის შესახებ. მაგრამ ორშაბათ დილით არხის საიტზე გამოჩნდა ცნობა, რომ Nexta მთელი ამ ხნის განმავლობაში ამზადებდა ლუკაშენკას სიმდიდრეზე მომზადებული ფილმის პრემიერისათვის.

Nexta-ს მიერ ჩატარებული გამოძიების მთელი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ლუკაშენკამ მოახდინა ბელარუსის მრავალი სახელმწიფო რეზიდენციის, მათ შორის მდიდრული დამოუკიდებლობის სასახლის, პრივატიზება და პირადი ინტერესებისთვის იყენებს პრეზიდენტისათვის განკუთვნილ საავტომობილო პარკს. ამას გარდა, ლუკაშენკა ღებულობს ძვირფას საჩუქრებს და, როგორც ფილმის ავტორები ამტკიცებენ, კორუფციული მოსაზრებით, მფარველობას უწევს რიგ უცხოელ მეწარმეს. მათ შორის ფილმში ნახსენებია რუსი ბიზნესმენი მიხაილ გუცერიევი.

თავად ლუკაშენკა ამტკიცებს, რომ მას არ გააჩნია არავითარი ბიზნესი, ხოლო თითქმის ყველაფერი, რითაც ის სარგებლობს, სახელმწიფოს ეკუთვნის.

ბელარუსში აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკამ გაიმარჯვა, არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები ლუკაშენკას გადადგომას და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც პასუხიმგებელია მშვიდობიანი აქციების ჩახშობისთვის. ოპოზიცია და დასავლეთი ლუკაშენკას არ აღიარებენ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG