Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა


საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია მედიას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მიაწოდა.

"ერთი შემთხვევა დადასტურდა სამთვიანი შუალედით. იქ არის ერთი და იგივე შტამის მუტანტი. 2,5-3 თვის შემდეგ მოხდა რეინფიცირება... არ არის ეს ბრიტანული შტამი... ორივე შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობდა", - თქვა გამყრელიძემ.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 273 137 შემთხვევა. მათგან 267 015 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 601 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG