Accessibility links

site logo site logo

ხელშეკრულება გაფორმდა ავსტრიულ კომპანიასთან, რომელიც საქართველოში ნავთობს მოიპოვებს


საქართველოს ხელისუფლებამ ხელშეკრულება გააფორმა ავსტრიულ კომპანიასთან, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას დაიწყებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5 282 კვ.კმ), 25 წლის ვადით, გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას და დამუშავებას ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.

ლიცენზიის მოსაპოვებლად ღია საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის 22 ივნისს ჩატარდა, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის „OMV“ ჯგუფის წევრი კომპანია OMV PETROM SA.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 1,5 მლრდ აშშ დოლარი დაჯდა ანალოგიური პროექტი რუმინეთში, სადაც ამავე ავსტრიულმა კომპანიამ „დომინოს“ საბადო აღმოაჩინა.

შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან, საძიებო ოპერაციები ტარდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. ძებნა-ძიების შედეგად აღმოჩენილია ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში, კომერციულ აღმოჩენასთან ახლოსაა ბულგარეთი, სადაც კომპანია ოპერირებს.

საქართველოში, ბოლო ათი წლის განმავლობაში, საშუალო წლიური მოპოვება შეადგენს 43,6 ათას ტონას. სახელმწიფოს კუთვნილი „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გარდა, ნავთობს მოიპოვებს 6 ინვესტორი კომპანია:

  • „ნინოწმინდის ნავთობკომპანია“;
  • „შლუმბერჟე რუსთაველი ქომპანი (ჯორჯია) ლიმიტედი“;
  • „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია“;
  • „ვი-პი-აი ჯორჯია“;
  • „საცხენისი ჯორჯია“;
  • „ნორიოს ხევი ჯორჯია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG