Accessibility links

site logo site logo

რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს


რაგბის კავშირის პრეზიდენტად დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე გახდა. გადაწყვეტილება ჟურნალისტებს გამგეობის თავმჯდომარემ გააცნო.

"დღეს ჩატარდა განმეორებითი ყრილობა. ყველაზე ძირითადი საკითხი იყო პრეზიდენტის არჩევა. დღეს შედგა კვორუმი 25 დელეგატი მობრძანდა, რომელიც წარმოადგენდა 42 ხმას. კვორუმისთვის გამეორებით ყრილობაზე საჭირო იყო ნახევარზე მეტი ხმა, 38 ხმა იყო საკმარისი", - თქვა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, გოჩა მაჭავარიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ ახლა პრეზიდენტს მხარი ყველა დელეგატმა დაუჭირა.

იოსებ ტყემალაძე და გოჩა მაჭავარიანი
იოსებ ტყემალაძე და გოჩა მაჭავარიანი

"ვნებები ჩაცხრება, უსწრაფესად გადავალთ სამუშაო რეჟიმში, რომ სწრაფად დავუბრუნდეთ მოედანს, რომ დავიწყოთ თამაში... 3-4-ჯერ გავაკეთე ამაზე კომენტარი. თუ რაიმე ნდობა არსებობს იმიტომ, რომ ცრუს და ტყუილს არ ვამბობ და ასეთი ნდობა ბევრ ადამიანთან მაქვს, მათ შორის მთავრობის წევრებთან. ჩემი ურთიერთობა ბატონ ბიძინასთან [ივანიშვილი] გახსნილი და არაფერი დახურული შიგნით არ არის. რაგბთან კავშირი ბატონ ბიძინას ჩემამდეც ჰქონდა, მერეც ექნება და ამაში რას ვეძებთ ისეთს?!" - თქვა ტყემალაძემ არჩევის შემდეგ.

ტყემალაძე "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე ჩატარებულ ყრილობაზე აირჩიეს. ყრილობის პარალელურად აქციას მართავდნენ მოქალაქეები, გულშემატკივრები და ვეტერანი მორაგბეები. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იოსებ ტყემალაძე გამოჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG