Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NATO-მ საქართველოს თავდაცვის ძალებს გადასცა სატრანსპორტო საშუალებები


5 ერთეული „რენოს“ მარკის საშუალო გამავლობის ავტომანქანა გადასცა NATO-ს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტომ (NSPA) NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC).

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სატრანსპორტო საშუალებების გადაცემა ცენტრის შესაძლებობების განვითარებას, მობილურობის გაზრდასა და ლოგისტიკური კომპონენტის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ აზარაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პირიტ პიკერი და NATO-ს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებები NATO-ს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტოსა (NSPA) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2017 წელს გაფორმებული გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინეს, რომლის საერთო ღირებულება 1,2 მლნ ევროს შეადგენს.

სამინისტროს ცნობით, JTEC-ს ჯამში 20 სატრანსპორტო საშუალება გადაეცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG