Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან“ მასალების ამოღების უფლება მისცა


სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, „ტვ პირველიდან“ ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები. ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.

კერძოდ, ახლა გამოძიებას უფლება აქვს, ამოიღოს:

  • ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძოს საუბრების ჩანაწერები;
  • კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

ნოდარ მელაძე, რომლის საავტორო გადაცემაშიც გასაჯაროვდა აუდიოჩანაწერები, ამბობს, რომ მათი მიზანი მხოლოდ წყაროზე გასვლაა.

„ჩვენი მოვალეობაა, ჟურნალისტების, დავიცვათ წყარო და ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს კანონი“, - ამბობს მელაძე.

ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, კონვერტი, რომელიც სიუჟეტშია ნაჩვენები და რომელსაც პროკურატურა ითხოვს, რეალურად არ არსებობს და ეს მხოლოდ რეკონსტრუქციაა.

„ტვ პირველმა“ 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი ტვ „იმედთან“ ინტერვიუში და თქვა: „თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც“.

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ „კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით“, სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG