Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციას იწვევს მოლაპარაკებაზე


სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად 13 მარტს მოლაპარაკებაზე იწვევს სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანსა და ოპოზიციური გაერთიანება „მამულის გადარჩენისათვის მოძრაობის“ ლიდერებს. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაშია ნათქვამი.

ამ განცხადების ფონის ანტისამთავრობო გამოსვლები სომხეთში პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, რაც გაამწვავა ნიკოლ ფაშინიანის მიერ სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებამ.

10 მარტს დილით გამოცხადდა, რომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი, კანონის ძალით ითვლება თანამდებობიდან გათავისუფლებულად. ამის შესახებ აღნიშნული იყო პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაში, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ამის ფონზე ოპოზიცია ფაშიანს კვლავ მოუწოდებს, გადადგეს.

ფაშინიანის თანახმად, მისი გადაწყვეტილება გასპარიანის გათავისუფლების შესახებ ძალაში შევიდა, რადგან სომხეთის პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა პრემიერ-მინისტრის შესაბამის განკარგულებას და დადგენილ ვადაში არც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების კონკრეტული, ბოლო ვადა არ არსებობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG