Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიამ ფუკუშიმის კატასტროფის ათი წლისთავი აღნიშნა


იაპონიამ წუთიერი დუმილით აღნიშნა ჩრდილოეთ რეგიონში უძლიერესი მიწისძვრის, ცუნამის და ბირთვული კატასტროფის ათი წლისთავი.

9.0 სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა ისტორიაში, 2011 წლის 11 მარტს უმძლავრესი ცუნამი გამოიწვია, რომელიც შორს შეიჭრა ხმელეთზე, დაანგრია ქალაქები და მათი საკვანძო ინფრასტრუქტურა და გამოიწვია ფუკუშიმის ატომური ელექტროსადგურის განადგურება, რასაც მოჰყვა18 000-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა და თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანის გადაადგილება.

ათი წლის შემდეგაც კი, 40 000-ზე მეტ ადამიანს კვლავაც არ შეუძლია სახლში დაბრუნება - მათი უმეტესობა ფუკუშიმადანაა, სადაც ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე არეალი კვლავ ჩაკეტილია რადიოაქტიური დაბინძურების გამო.

მათ, ვინც გადარჩნენ, დაღუპულთათვის ილოცეს და გაიხსენეს მათთვის საყვარელი ადამიანები წუთიერი დუმილით, დღის 2:46 -ზე, როცა მიწისძვრა მოხდა.

იმპერატორმა ნარუჰიტომ ღრმა მწუხარება და თანაგრძნობა გამოხატა დაღუპულთა მიმართ და თქვა, რომ აღდგენასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც რჩება.

გზები, სარკინიგზო ხაზები და სხვა საკვანძო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებლები უმეტესად აღადგინეს, რისთვისაც 30 ტრილიონზე მეტი იენი (280 მილიარდი აშშ დოლარი) დაიხარჯა, მაგრამ სანაპირო ქალაქების მიწები კვლავაც დაცარიელებული რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG