Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ეკონომიკური დახმარების 1,9 ტრილიონიან პაკეტს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ხელი მოაწერა ეკონომიკური დახმარების პაკეტს, რომელიც რიგით ამერიკელებს უნდა დაეხმაროს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკურ კრიზისი გადალახონ.

1,9 ტრილიონი დოლარის ოდენობის პაკეტის კანონპროექტზე ოვალურ კაბინეტში ხელის მოწერის წინ, ბაიდენმა თქვა 11 მარტს, რომ „ეს ისტორიული კანონი მიმართულია ამ ქვეყნის ხერხემლის აღსადგენად და ამ ქვეყნის ხალხს, მშრომელებს, საშუალო ფენის წარმომადგენლებს, მათ ვინც ააშენა ეს ქვეყანა, აძლევს ბრძოლის შანსს.“

კანონპროექტის ხელმოწერა მოხდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც კონგრესმა დაამტკიცა პაკეტი, რომელსაც „ამერიკის გადარჩენის გეგმა“ უწოდეს.

ხელმოწერის შემდეგ რამდენიმე საათში ბაიდენი სიტყვით უნდა გამოვიდეს პირველად 20 იანვარს თანამდებობის დაკავების შემდეგ.

თავის წინასაარჩევნო კამპანიისას ბაიდენმა პირობა მისცა თანამემამულეებს, რომ მიიღებდა დაუყოვნებლივ ზომებს, რათა ბოლო მოეღოს პანდემიას, რომელმაც 529 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მოაგვარებდა მისგან გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG