Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Russia Today-ს გერმანელ რეპორტიორს არხმა სთხოვა, საავადმყოფოში ნავალნიზე ეჯაშუშა


დანიელ ლანგე, Russia Today-ს ყოფილი რეპორტიორი
დანიელ ლანგე, Russia Today-ს ყოფილი რეპორტიორი

გერმანელმა ჟურნალისტმა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ არხ Russia Today-ში (რუსეთი დღეს) მუშაობდა, განაცხადა, რომ თავისმა დამსაქმებელმა მას სთხოვა, ეჯაშუშა კრემლის ოპონენტ ალექსეი ნავალნიზე, როცა ის ბერლინის საავადმყოფოში მკურნალობდა რუსეთში მოწამვლის შემდეგ.

ლანგემ უამბო გერმანიის მედიას, თუ როგორ დაავალეს გამოეყენებინა თავისი ჟურნალისტური უნარები, რათა რაც შეიძლება ახლოს მისულიყო ნავალნის პალატასთან ბერლინის „შარიტეს“ საავადმყოფოში და „გულმოდგინედ გადაეღო ფოტოები იქ მყოფი სამხედრო დაცვისთვის“.

რადიო თავისუფლებას ლანგემ უთხრა, რომ მის დავალებას „არ ჰქონდა ჟურნალისტური კონტექსტი“ და მან გაწყვიტა კონტრაქტი RT Deutsch-თან, რუსული არხის გერმანულ განყოფილებასთან.

ლანგემ თქვა, რომ მას და მის კოლეგებს დაავალეს, შეემოწმებინათ, რამდენად ღრმად შეეძლოთ შენობაში შეღწევა, რამდენი „საკონტროლო-გამშვებ პუნქტს“ გაივლიდნენ შეუმჩნევლად და რამდენად ახლოს შეეძლოთ მისვლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებასთან, სადაც ნავალნი იწვა. „მე რამდენჯერმე ვუთხარი მათ, რომ არ ვარ საიდუმლო ჯაშუში და ვკითხე, თუ რა მომივიდოდა რუსეთში, ფარულად რომ გადამეღო ჯარისკაცები სამხედრო ჰოსპიტლის წინ“, - უთხრა ლანგემ რადიო თავისუფლებას.

XS
SM
MD
LG