Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰის ტურნირის ფინალში გავიდა


ნიკოლოზ ბასილაშვილმა, დოჰაში მიმდინარე პრესტიჟულ ტურნირზე, როჯერ ფედერერის ძლევის შემდეგ, კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ფინალში გავიდა. მსოფლიოს რეიტინგში 42-ე ადგილზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა, მიმდინარე ტურნირზე მეოთხე შეხვედრა - ნახევარფინალი ამერიკელ ტეილორ ფრიტცთან ჩაატარა და ფინალის საგზურის მოსაპოვებლად სამოცდათექვსმეტი წუთი იკმარა.

პირველ სეტში საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ბასილაშვილმა მეტოქეს მხოლოდ სამი ქულა დაუთმო. მეორე სეტში კი გაცილებით ადვილად აჯობა - 6:1.

ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მეცამეტე ჩოგანს - ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს დაუპირისპირდება.

2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.

ჩოგბურთელი 2020 წლის 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG