Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყო


კორონავირუსის ვაქცინაციის პლატფორმაზე, Booking.Moh.Gov.Ge-ზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

ეს პლატფორმა ვაქცინაციის პროცესის ორგანიზებისთვის შეიქმნა და პირველ ეტაპზე მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები შეძლებენ აცრას.

ექიმი-ბაქტერიოლოგი თამარ გიორგაძე იყო პირველი, ვინც დარეგისტრირდა და დაჯავშნა ვიზიტი კლინიკაში.

მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ დღე, საათი და სამედიცინო დაწესებულება, სადაც COVID-19-ით ვაქცინაციას შეძლებენ.

საქართველოში COVAX-პლატფორმის საშუალებით დღეს შემოვიდა 43,200 დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca/Oxford.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, საქართველოში შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი.

„დღესდღეობით დარეგისტრირებულია 64 ათას 51 ადამიანი, რომელთაგანაც 54 ათასი ადამიანი ექვემდებარება ვაქცინაციას. გამომდინარე იქიდან, რომ ექიმები წარმოადგენენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის ზრუნვაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ სეგმენტს, რა თქმა უნდა, ამ ვაქცინების ნაწილი განკუთვნილია სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG