Accessibility links

site logo site logo

ირაკლი კობახიძე: "ოპოზიცია დარჩენილია ქუჩაში ცარიელი ხელებით"


ამის შესახებ განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენლთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.

„ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი ოპოზიცია. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით და უამრავი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში და უამრავი რამ კეთდება ახლაც, ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რომელსაც ზედმიწევნით ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება და ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის თქმითაც, ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია გაკოტრებულია:

„მათ აქვთ ცარიელი ხელები, ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG