Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: „საჭიროა ოპოზიციის შემხვედრი ნაბიჯები, რათა შეთანხმება შედგეს“


პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ საჭიროა ბევრ საკითხზე მუშაობა, რათა ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდეს.

„ჩვენ გვაქვს სამართლიანი შეთავაზებები გაკეთებული. ვფიქრობთ, რომ ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს, ვინაიდან, შეთანხმებისათვის მხარეებმა უნდა გადადგან ნაბიჯები და არა მხოლოდ ხელისუფლებამ გააკეთოს და მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც, სამართლიანი შეთავაზებების სახით, უკვე გავაკეთეთ. პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების და მოქალაქეების არჩევანს, პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით მხარდამჭერების არჩევანს. რა თქმა უნდა, შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, რომლის თქმითაც, ნებისმიერი პარტიის დღის წესრიგზე მაღლა დგას საქართველოს კონსოლიდაციის, დემოკრატიის გაძლიერებისა და ევროინტეგრაციის ამოცანები.

„უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული დღე, როდესაც ოპოზიცია რჩება ხელოვნურ კრიზისში და ბოიკოტში, არის ჩვენი ქვეყნისთვის დაკარგული დღე. ამიტომ კიდევ ერთხელ, იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ სამართლიანი პირობების გარშემო შეთანხმებას. დიალოგი გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრს ექნება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ის სახელისუფლებო გუნდის კონკრეტულ გეგმებს და ხედვას წარადგენს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG