Accessibility links

site logo site logo

მაია სანდუ მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მოითხოვს მძიმე ეპიდვითარების გამო


მაია სანდუ

მოლდოვის უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ ქვეყნის მთავრობას და პარლამენტს შესთავაზა აქამდე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის კიდევ ორი კვირით გაგრძელება.

ამის შესახებ 14 მარტს სხომის დასრულების შემდეგ განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, რომელმაც ამ ნაბიჯის მიზეზად კორონავირუსთან დაკავიშრებული გაუარესებული ეპიდვითარება და „ცუდი პროგნოზები“ დაასახელა.

„ჩვენ ვთვლით, რომ აუცელებლია უფრო მკაცრი ნაბიჯები. საქმე ეხება უსაფრთხოებას და სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენ სხდომაზე მოვისმინეთ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტთა მკაცრი შენიშვნები: დანაკარგი უტოლდება ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეებით სავსე თვითმფრინავის ჩამოვარდნას. ამიტომ, დროა შევწყვიტოთ ქვიშაში თავის ჩარგვა“, - განაცხადა მაია სანდუმ.

რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურის ცნობით, ბოლო დღეებში ქვეყანაში სარეკორდოდ გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა. შაბათს ქვეყანაში დარეგისტირდა 1801-ი ახალი შემთხვევა, COVID-19-ით გარდაიცვალა 36 პაციენტი.

მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 15 აპრილს იწურება. თუმცა, ხელისუფლებამ რამდენიმე მკაცრი ზომა შეარბილა.
მოწაფეების სკოლებს დაუბრუნდებიან 16 მარტისათვის. შესაძლებელი იქნება ასევე ახალგაზრდული ცენტრების ამოქმედება მაქსიმუმ 20 კაცის მონაწილეობით.

საგანგებო მდგომარეობის კიდევ ორი კვირით გაგრძელების შესახებ მთავრობამ სამ დღეში უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა, რაც შეზღუდვების გარდა, კომპენსაციების გაცემასაც გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG