Accessibility links

site logo site logo

იოსელიანი: მართლმსაჯულების რეფორმის ვადამდელი არჩევნებისთვის გადაყოლება არ არის სწორი


პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რიგგარეშე არჩევნები. იოსელიანი ამბობს, რომ შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

"მოლაპარაკებები გრძელდება, ბატონი დანიელსონი რჩება, სავარაუდოდ, პროცესის დასრულებამდე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი და ჩემი პარტიის პოზიცია იცით, რომ არის ძალიან ნათელი - მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლებლობა რადგან დევს მაგიდაზე, ამაზე უარის თქმა და ამის გადაყოლება თუნდაც ერთჯერადად ვადამდელი არჩევნებისთვის არ არის სწორი და ეს არ უნდა ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა იოსელიანმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი კიდევ ერთი დღით დარჩება თბილისში, რათა, მისი თქმით, მმართველ პარტიას და ოპოზიციას დაეხმაროს პოზიციების დაახლობაში და შესაძლებელი გახდეს შეთანხმების მიღწევა. ვროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG