Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს სანაპირო დაცვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდებს მასპინძლობს


შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღავო შენაერთს, (SNMG2)-ს მასპინძლობს.

შენაერთის შემადგენლობაშია საფლაგმანო ხომალდი "CRISTOBAL COLON" (ესპანეთი),"REGINA MARIA" (რუმინეთი),"KEMALREIS" (თურქეთი) და
"SMELI" (ბულგარეთი). შენაერთს ხელმძღვანელობს კონტრადმირალი მანუელ აგირე ალდერეგია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, საპორტო ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.

ამავე ცნობით, კოვიდ-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, ერთობლივი წვრთნები კი ითვალისწინებს მხოლოდ ხომალდების მანევრებს ეკიპაჟების ურთიერთქმედების გარეშე.

ნატოს ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, 18 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი წვრთნების დასრულების შემდეგ დატოვებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG