Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინოწმინდაში ინფრასტრუქტურულ პროექტებში 1,2 მლნ-ზე მეტი დაიხარჯა, თუმცა მაინც არ მუშაობს - აუდიტი


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის ფულით 1,2 მლნ ლარზე მეტის ინფრასტრუქტურული პროექტები შესრულდა, თუმცა აქტივების მართვის ხარვეზების გამო უფუნქციოა. ამ თანხით გაკეთდა აგრარული ბაზარი, სოფლის ამბულატორიები, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა დანიშნულების დაწესებულებები.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით:

  • 2019 წელს 153 ათასი ლარი დაიხარჯა ნინოწმინდაში აგრარული ბაზრის სამშენებლო სამუშაოებზე. სამუშაოები მუნიციპალიტეტმა 2019 წლის ოქტომბერში ჩაიბარა, თუმცა დახურულია და არ ფუნქციონირებს. "პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ მოვაჭრეები არ გადადიან ახალაშენებულ შენობაში და განაგრძობენ გარე ვაჭრობას. მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია ღონისძიებები გარე ვაჭრობის მოწესრიგებისა და შენობის ფუნქციური დატვირთვისათვის";
  • სოფლის ამბულატორიების მოწყობაში 696,6 ათასი ლარი დაიხარჯა. იმის გამო, რომ შესაბამისი ინვენტარი ამ დაწესებულებებს არ აქვთ, არ ფუნქციონირებს;
  • 2018-2019 წელს მუნიციპალიტეტში სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურაზე 351,9 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა გამოუყენებელია.

"ინფრასტრუქტურული პროექტების მიღება-ჩაბარებიდან ხშირ შემთხვევაში გასულია ერთ წელზე მეტი, თუმცა მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია ქმედითი ღონისძიებები ობიექტების ფუნქციური დატვირთვისთვის", - განმარტავს აუდიტის სამსახური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG