Accessibility links

logo-print logo-print

ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ პირდაპირ ეთერში "ჩინური ვაქცინით" აიცრას


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში ის კორონავირუსის ვაქცინას პირდაპირ ეთერში გაიკეთებს. მას "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა ჰკითხა მიზეზი, რის გამო არ იყო იმ პირველ ადამიანებს შორის, ვინც დღეს ვაქცინით აიცრა.

"არა, ეს [საფრთხე] არ არის მიზეზი, რატომაც არ გავიკეთე ვაქცინა, თუმცა, პრობლემას ვერ ვხედავ, თუ საზოგადობაში კითხვებს ბადებს ეს ფაქტი, რომ უახლოეს პერიოდში გავიკეთო აცრა.

თუმცა, საინტერესოა, მაშინ, როცა ქვეყანაში შემოვა სხვა ვაქცინები, რომელთან დაკავშირებითაც, ასევე შეიძლება არსებობდეს კითხვები, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, გახდება თუ არა აუცილებელი, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ან ნებისმიერმა საჯარო პირმა, ისევ და ისევ საჯაროდ გაიკეთოს ის აცრაც, ვინაიდან, ჩვენ ვიცით, რომ აცრები უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება მათი არევა, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ესეც ძალიან საინტერესოა", - თქვა ტიკარაძემ.

საქართველოში დღეს დაიწყო კორონავირუსზე ვაქცინაცია. ვაქცინის პირველი დოზები საჯაროდ, პირდაპირ ეთერში უკვე გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებმა, წამყვანი კლინიკების ექიმებმა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. ჯერ უცნობია, როდის დაიწყება საყოველთაო ვაქცინაცია. ეს იმაზეა დამოკიდებული, როდის გახდება შესაძლებელი ქვეყანაში საჭირო დოზების შემოტანა.

შესწორება: მასალის თავდაპირველი ვერსია იყო "ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ პირდაპირ ეთერში შესაძლოა "ჩინური ვაქცინით" აიცრას", რაც დაზუსტების მიზნით შეიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG