Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი ხვდება შარლ მიშელს


შარლ მიშელი და ირაკლი ღარიბაშვილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მასპინძლობს.

ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში იმყოფება, სადაც ევროკავშირის, ევროპარლამენტისა და NATO-ს ხელმძღვანელებს შეხვდება.

16 მარტს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. მისი დასრულების შემდეგ დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს მასპინძლობს
please wait

No media source currently available

0:00 0:00:45 0:00

ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გამგზავრებამდე ვერ მოხერხდა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა ქვეყანაში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს დაწყებული დიალოგი 12 მარტიდან გააგრძელა მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა. მისი ვიზიტი გუშინ, 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ევროკავშირის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს დღესაც გააგრძელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG