Accessibility links

site logo site logo

ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა


„არსებობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების დიდი პოტენციალი. ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მე-2 ეტაპისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი პროგრესი საკანონმდებლო დონეზე. წინსვლის მთავარი წინაპირობაა სტაბილური პოლიტიკური გარემო", - წერს ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ვალდის დომბროვსკისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში".

16 მარტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოციაციის საბჭოს სხდომას დაესწრო. გამართა ოფიციალური შეხვედრა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთანაც, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაცია ითავა და უკვე რამდენიმე დღე მისი წარმომადგენელი ცდილობს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG