Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები ქალი გარდაიცვალა ანაკლიაში, კარანტინში ყოფნისას


ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში მცხოვრები, 63 წლის ქალი გარდაიცვალა ანაკლიის ერთ-ერთ სასტუმროში, რომელიც კარანტინის სივრცედ გამოიყენება.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ოდიშარიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

63 წლის ქალი კარანტინში 16 მარტს მოათავსეს, რადგან ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასული ყველა მოქალაქე 5-დღიან კარანტინს ექვემდებარება. ქალი იმავე დღეს გარდაიცვალა.

„მისთვის არ იყო ჩატარებული ტესტი კორონავირუსზე, რადგან ტესტირება ტარდება სასტუმროში შეყვანიდან მეხუთე დღეს. ყველაფერს ექსპერტიზა დაადგენს“, - განაცხადა ნანა ოდიშარიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტში, მდინარე ენგურთან დაკეტილი ე.წ. საზღვარი 2021 წლის 11 თებერვალს გახსნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG