Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბასილაშვილის საქმე – რისი გვჯეროდეს?


ავტორი: Lucas Camus

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე როჯერ ფედერერს მოუგო. მოგების შემდგომ ნიუსებს ამბივალენტური დამოკიდებულება მოყვა საზოგადოებაში. ზოგი ამბობდა არ უნდა გვიხაროდეს, ვინაიდან მასზე 6 შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ოჯახში ძალადობაზე, მეორენი თვლიდნენ 100 ფემინისტის კრუტუნი ფეხებზე გვკიდია, თუ ფედერერს მოუგებს ძალადობას წავუყრუოთო, და ა.შ.

ამიტომ მე რაციონალურ, ცივი გონებით ჩასაწვდომ თეზებს შემოგთავაზებთ, ბოლოს კი ვნახოთ რა პასუხზე გავალთ, თუ გავალთ საერთოდ.

მოკლედ – ალბათ და წესით ყველა უნდა ვთანხმდებოდეთ, რომ ყველა ადამიანი, განურჩევლად სქესისა, ორიენტაციისა, ასაკისა და ა.შ. უშვებს შეცდომას, ხომ? ყველა რაღაცას ვაშავებთ, ვინ მეტს ვინ ნაკლებს ეს სხვა საქმეა, ქალის გაუპატიურება და წიწიბურის მოპარვა ორივე დანაშაულია, თუმცა ერთი თუ წვრილმანი ხულიგნობაა შიმშილის მოსაკლავად, მეორე საკმაოდ მძიმე დანაშაულია, თუმცა ორივე “ცუდი საქციელია”, ხომ ასეა? ანუ მოდით შევთანხმდეთ - ჩვენ ყველანი აუცილებლად ვუშვებთ შეცდომას, ან ჩავდივართ დანაშაულს, ასე იყო ყოველთვის და ბოლო ბოლო “ბუზთა ბატონი” მაინც თუ წაუკითხავს ვინმეს ეცოდინება, რომ ანგელოზები თვით ბავშვებიც არ არიან თუ საქმე საქმეზე მიდგა.

მოდით ახლა უფრო წინ წავიდეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნებისმიერი ადამიანი რაღაც დოზით უშვებს შეცდომას ცხოვრებაში. შემდგომი პუნქტი ასეთია – შევთანხმდეთ იმაზე, რომ ადამიანი იმსახურებს მეორე შანსს (ან რაღაც მსგავსს). წესით და ალბათ უნდა იმსახურებდეს ხომ? ამის ერთ-ერთი არგუმენტი სიკვდილის დასჯის გაუქმება მგონია, რაც შუა საუკუნეებში ასეთი ხშირი იყო, ანუ სამყარო (დიდი ნაწილი) მივიდა იმ აზრამდე, რომ ადამიანს რაიმე “ცუდი საქციელის” გამო (რაც უნდა მძიმე იყოს) არ მოვუსწრაფოთ სიცოცხლე და მივცეთ შანსი, რომ მიხვდეს დანაშაულს და “გამოსწორდეს”. ალბათ ამაზეც ვთანხმდებით ხომ? მე მესმის განცდების დუღილისას არა ერთ ადამიანს სდომებია სხვისი დაშავება, მოკვლა, ჩაქოლვა, და ა.შ. მაგრამ ცივი გონებით მე ამას არასდროს მოვაწერ ხელს და იმედია რომ თქვენც, ვინც ახლა ამას კითხულობთ, ასეთივე ჰუმანური იქნებოდით.

მოკლედ ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას და ამავდროულად საზოგადოება მივიდა იმ აზრამდე, რომ აღარ გაწიროს ადამიანი და სხვა და სხვა ხერხითა თუ გზით დაეხმაროს შეცდომის გამოსწორებაში თუ არა გააზრებასა და მიხვედრაში, რომ ცუდი საქციელი არის ნამდვილად ცუდი გამომდინარე ამავე საზოგადოების მიერ შექმნილი კანონებიდან. იმედი მაქვს მომყვებით.

ახლა გადავიდეთ მთავარ თემაზე. ნიკოლოზ ბასილაშვილი არის ჩვეულებრივი ადამიანი, ხომ მართალია? ის ჭამს, დადის და მიყვება გარკვეულ გზას, თუმცა.. თუმცა მასზე არის გამოწერილი 6 შემაკავებელი ორდერი, რაც თუ ვინმეს სახუმარო ამბავი გონია, ნამდვილად ვერ დავეთანხმებოდი. ანუ მარტივად რომ ვთქვათ მან დიდი ალბათობით ჩაიდინა დანაშაული და იძალადა ცოლსა და შვილზე.

ჩვენ მაღლა შევთანხმდით გარკვეულ პოსტულატებზე, ახლა მოვარგოთ ეს პოსტულატები ქართველი ჩოგბურთელის ამბავს. ბასილაშვილმა დიდი ალბათობით ჩაიდინა გარკვეული დანაშაული (რაც ნამდვილად ამაზრზენია უკვე საქართველოს გარემოში, იმიტომ, რომ ოჯახური ძალადობა თითქოს ისეთივე ჰობად და მახინჯ ჩვევად იქცა, როგორც შვილის გაჩენის აუცილებლობა), და ახლა ჩვენ, როგორც გარე დამკვირვებლები ვპაექრობთ იმაზე მას გადავუსვათ თუ არა ხაზი, ეს ერთი, და მერე მეორე, რამდენად უნდა გააგრძელოს კარიერა და დანაშაულთან ერთად განაგრძოს ცხოვრება.

აი ზუსტად ესაა დღეს წყალგამყოფი – მას, როგორც ათლეტს, სრულიად გადავუსვათ ხაზი დანაშაულის გამო (რომელიც სავარაუდოდ ჩაიდინა), იგი გავრიყოთ და საერთოდ აღარ მივცეთ უფლება ითამაშოს და აკეთოს ის რაც უნდა, თუ როგორც არა ერთმა ადამიანმა თქვა, “თუ ფედერერს მოუგებს ითამაშოს და ძალადობას ვინღა დაეძებს?”

მე 100%-ით ჩამოყალიბებული აზრი არ მაქვს, და ახლა თქვენთან ერთად ვფიქრობ – ადამიანი, რომელიც რაიმე დანაშაულს ჩაიდენს, უნდა გასამართლდეს ჩვენივე დაწერილი კანონებით, არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი ცნობილია, ნაკლებ ცნობილია თუ ვინმეს შვილია, კანონის წინაშე ყველანი უნდა ვიყოთ თანასწორები! ასევე მე არ მგონია, რომ ერთი ხელის მოსმით ყველაფრის გადაყრა იყოს სწორი, ასე თუ მივუდგებით ვაჟა-ფშაველას წიგნები უნდა დავწვათ იმიტომ, რომ როგორც გავრცელებულია ეს ამბავი ცოლს სცემდა, ან ჯონ ლენონს დამაიკლ ჯექსონს აღარ მოვუსმინოთ და ა.შ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ თუ ჩვენ ყველაფერს წყალში ვუყრით ადამიანს ამა თუ იმ დანაშაულის გამო ეს ეწინააღმდეგება ჩვენს მიერ მაღლა არსებულ შეთანხმებას იმაზე, რომ ერთ შანსს იმსახურებს ყველა, ხომ ხვდებით? თუ ყველაფერს წყალში გადავუყრით ადამიანს, გამოდის რომ ვუკრძალავთ შანსს გამოსწორების და ვეუბნებით რომ ვსო დამთავრდა შენ აღარ არსებობ, ეს არასწორი მგონია.

მოკლედ – ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ ადამიანი აუცილებლად რაიმე ცუდს (მეტ-ნაკლებად) გააკეთებს ადრე თუ გვიან და ასევე თუ გვჯერა ერთი შანსის თუ რაღაც მსგავსის არ უნდა დავუშვათ, რომ სიკვდილით დასჯის დონეს დავუბრუნდეთ, და არც იმ დონეზე უნდა დავრჩეთ რაზეც ახლა ვართ, მოძალადე არის მოძალადე! არ აქვს მნიშვნელობა ფედერერს დაამარცხებს თუ მესის გაუტარებს ფეხებს შორის ბურთს. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ უნდა ჰქონდეს ადამიანს საშუალება გამოსწორების და ცალსახად მისი უარყოფა ან ფილმებიდან ადამიანის ამოჭრა ჩემი აზრით საქმეს აფუჭებს, ვინაიდან ასე ჩვენ მათ ხედვის არეალიდან ვაქრობთ და თითქოს ვივიწყებთ რომ ეს პრობლემა არსებობს, არ უნდა გავაქროთ ადამიანები, ვინაიდან მუდამ გვახსოვდეს ისინი ვინ არიან, მაგრამ ამავდროულად გვახსოვდეს რომ პრობლემის გამოსწორება შესაძლებელია (ასევე მეტ-ნაკლებად).

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG