Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიხსნა ავღანეთის სამშვიდობო კონფერენცია


18 მარტს მოსკოვში მუშაობას შეუდგა ავღანეთის შესახებ სამშვიდობო კონფერენციამ, რომელშიც ავღანეთის ხელისუფლებისა და თალიბანის გარდა მონაწილეობენ ასევე რეგიონის რამდენიმე მნიშვნელოვანი ქვეყნის წარმომადგენლები. კონფერენცია მიზნას ისახავს ავღანეთში ძალადობის შემცირებას და სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობას.

„ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი საუბარი შექმნის საფუძველს წარმატებული შიდა ავღანური მოლაპორაკებისთვის“, - განაცხადა 18 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის შესავალ სიტყვაში.

კონფერენცია წინ უსწრებს 1 მაისს, თარიღს, როდესაც აშშ-ისა და თალიბანის მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, ავღანეთიდან უნდა დაიწყოს ნატო-ს სარდლობით მოქმედი კოალიციური სამხედრო ქვედანაყოფების გასვლის პროცესი.

მოსკოვში მიმდინარე შეხვედრის ფონია მორიგი ტერაქტი ქაბულში, რომელსაც, ოფიციალურ პირთა თანახმად, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა. გზაზე დამონტაჟებული ბომბით თავრობის თანამშრომლების ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაშავდა 11 ადამიანი.

თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა არავის აუღია საკუთარ თავზე, თუმცა ავღანეთის მთავრობა, თალიბანს ადანაშაულებს ბოლო ხანებში მომხდარ ამგვარ თავდასხმებში, რომელთა სამიზნე მთავრობის თანამშრომლები, საზოგადოებრივი აქტივისტები და ჟურნალისტები არიან.

თალიბანი უარყოფს ამ აქტებთან კავშირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG