Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე შეუთანხმებლობაში ადანაშაულებს „ქართულ ოცნებას“


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის შუამავლობით დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეთანხმების ვერ მიღწევაში მმართველი პარტია დაადანაშაულა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ მრავალსაათიანი მუშაობის შედეგად ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა ქართულ საზოგადოებას და ვერც ევროპული სტანდარტი. ღიად მინდა განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე არის „ქართული ოცნება“, რომელსაც არ ესმის რა არის ევროპული ინტეგრაცია და ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ დასავლეთმა ნახა, ვისთან აქვთ საქმე.

ჩვენ ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად ლოგიკურად ვმსჯელობდით ყველა საკთხზე, მაგრამ, როგორც ვხვდები, „ქართული ოცნების“ მხრიდან ადეკვატურად არ არის აღქმული ის მძიმე კრიტიკული სიტუაცია, რაც ქვეყანაშია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ კრისტრიან დანიელსონმა თქვა, რომ საკითხების ნაწილზე ნაკლები პროგრესი იყო მიღწეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG