Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაფარიძე: პროცესი არც კი მისულა იქამდე რომ განხილულიყო ოპოზიციის ხედვები და პოზიციები


ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკების დასრულების შემდეგ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე შეუთანხმებლობაზე პასუხისმგებლობას აკისრებს „ქართულ ოცნებას“.

„არავინ მინდა იფიქროს, რომ ოპოზიციას რაიმე კავშირი აქვს იმასთან, რა მდგომარეობაშიც კრისტიან დანიელსონი ჩავარდა. თავიდან ბოლომდე ამ ადამიანის აღელვებასა და წასვლაზე პასუხისმგებლობაზე ეკისრება „ქართულ ოცნებას“.

მინდა, რომ ყველასთვის გასაგები იყოს, მოლაპარაკების პროცესი არცერთ მომენტში არც კი მისულა იქამდე, რომ განხილულიყო ოპოზიციის ხედვები და პოზიციები. მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს მთელი ამ დღეების განმავლობაში დაედოთ დოკუმენტი, რომლებზეც „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნებოდა თანხმობა. ვერ მოახერხეს, მათი [„ქართული ოცნების“] პრეტენზიები იყო ამოუწურავი და ამის გამო დასრულდა ყველაფერი. მე არ მჯერა, რომ ამ ხალხს არ ესმით, რას ნიშნავს მთელი დასავლეთის ყურადღება ამ პროცესზე, არ ესმით, რას ნიშნავს, რომ პროცესში ჩართული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე და განაგრძობს - „ამ ხალხს [„ქართული ოცნების“ ლიდერებს] ფეხზე ჰკიდიათ ევროკავშირიც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც და მათი რეპუტაციაც და ზოგადად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“.

ჯაფარიძემ იმ პუნქტების შესახებაც ილაპარაკა, რაზეც მხარეებს ნაკლები წინააღმდეგობა ჰქონდათ. „იყო პუნქტები, რომლებიც ნაკლებად პრიორიტეტული იყო ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც გააფუჭეს „ქართული ოცნების“ მოთხოვნით და საბოლოო ჯამში ეს პუნქტები გახდა იმდენად ზოგადი, რომ ჩვენთვის ამას შინაარსი არ ჰქონდა“, - მიიჩნევს ზურაბ ჯაფარიძე.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ კრისტრიან დანიელსონმა თქვა, რომ საკითხების ნაწილზე ნაკლები პროგრესი იყო მიღწეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG