Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე:  გამოჩნდა ის, რომ თვითმიზანი იყო ოპოზიციისთვის ამ მოლაპარაკებების ჩაშლა


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგის ჩაშლაში ოპოზიციას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს მისი თვითმიზანი იყო:

„იყო ძალიან საინტერესო პროცესი, იყო წინსვლაც, ამ დღეების განმავლობაში, თუმცა სამწუხაროდ გამართლდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, როგორც ჩანს ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი შეთანხმების არმიღწევა. ეს გამოიხატა იმაში, რომ დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები. ულტიმატუმები მათ შორის ისეთიც, რომლებიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის მაგალითად ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია ასეთი ულტიმატუმები არის აბსოლუტურად მიუღებელი დიალოგის პროცესში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ოპოზიციური სპექტრის უმეტესობა, მათ შორის იმ პირთა უმრავლესობა, რომლებიც დიალოგის რეჟიმში იყვნენ ჩართულები კიევიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ იმართებიან:

„შესაბამისად ასეთ ვითარებაში მათ ბუნებრივია, შეთანხმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მათ ჩაშალეს საბოლოო ჯამში შეთანხმება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ყველა პუნქტი, გარდა ერთისა და ეს ერთი იყო პარლამენტში შესვლა, დაგვამადლეს. ყველა პუნქტი გარდა ერთისა იყო ის პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებდა „ქართული ოცნების“ მიერ რაღაცეების გაკეთებას. ანუ ჩვენი პუნქტები იყო. ერთადერთი პუნქტი იყო დამადლებული შემოსვლა პარლამენტში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დასრულდა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება. როგორც შუამავალმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა თქვა, საკითხების ნაწილზე ნაკლები პროგრესი იყო მიღწეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG