Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა კალინინგრადში დაამარცხა რუსეთის ნაკრები


საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფს ისევ წაუგებლად ლიდერობს. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს, სტუმრად, კალინინგრადში დაამარცხა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 23:6.

ქართველთაგან ლელოები აკაკი ტაბუცაძემ, თედო აბჟანდაძემ და დავით ნინიაშვილმა გაიტანეს. აბჟანდაძემ ერთი გარდასახვა და ორი საჯარიმოც მიითვალა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპიცაა, ბორჯღალოსნებმა რუსეთთან შეხვედრამდე ორი გასვლითი მატჩი ჩაატარეს და ორივე მოიგეს - პორტუგალიასთან (29:16) და ესპანეთთან (25:19). მომდევნო შეხვედრაში კი, 28 მარტს, თბილისში დაუპირისპირდებიან რუმინეთის ნაკრებს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სწორედ იმ მატჩზე დაუბრუნდებიან მაყურებლები ტრიბუნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG