Accessibility links

site logo site logo

"კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით აქცია იმართება და საკონსტიტუციო სარჩელი მზადდება


მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა #სოცაფეთქება და მოქალაქეები "კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. ეს აქცია წინა სხვა აქციებისგან იმით განსხვავდება, რომ გროვდება ხელმოწერები საერთო კონსტიტუციური სარჩელისთვის.

"[კომენდანტის საათი] სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური თუ მომსახურების სფეროს მუშაობას აბრკოლებდა და პანდემიის, ე.წ. პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებით, კიდევ უფრო მეტად წაართვა ადამიანებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობა", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

კოლექტიური სარჩელი, რომელზე ხელმოწერის შესაძლებლობა აქციაზე მყოფ ნებისმიერ პირს აქვს, "თავისუფლების ინსტიტუტმა" მოამზადა.

საქართველოში "კომენდანტის საათი" 28 დეკემბრიდან ამოქმედდა. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აკრძალულია, წესის დარღვევისთვის მოქალაქე 2000 ლარით ჯარიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG