Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა ინდოეთს, ნუ შეიძენს რუსეთის სამხედრო აღჭურვილობას


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა, თავის ინდოელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ-ის მოკავშირეებმა არ უნდა შეიძინონ რუსეთისგან სამხედრო აღჭურვილობა, რათა თავიდან აიცილონ სანქციები.

ნიუ-დელიში გამოსვლისას ოსტინმა უთხრა რეპორტიორებს, რომ აშშ მოუწოდებს ყველა მოკავშირეს და პარტნიორს, „უარი თქვან რუსულ აღჭურვილობაზე... და თავი აარიდონ ყოველგვარ შესყიდვას, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სანქციები ჩვენი მხრიდან“.

ოსტინის კომენტარი მოჰყვა ინდოეთის თავდაცვის მინისტრ რაჯნათ სინგჰთან ერთად ინდოეთის მიერ რუსეთის ანტისარაკეტო სისტემის, S400-ის შეძენის გეგმების განხილვას.

2019 წელს ინდოეთმა უკვე გადაუხადა საფასურის პირველი ნაწილი რუსეთს და პირველ კომპლექსს წლის ბოლოს მოელის.

შარშან აშშ-მა S400-ის სისტემების შესყიდვის გამო თურქეთს დაუწესა სანქციები.

ოსტინის ორდღიანი სტუმრობა ინდოეთში ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია.

ინდოეთამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად, ოსტინი ეწვია იაპონიასა და სამხრეთ კორეას, აშშ-ის ორ, ჩინეთის მოქმედებით უკმაყოფილო, პარტნიორ სახელმწიფოს რეგიონში.

ეს შეხვედრა მოჰყვა Quad-ის - ოთხეულის ალიანსის - პირველ სამიტს. მასში შედიან აშშ, იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი.

ოსტინი ნიუ-დელიში გვიან ჩავიდა, 19 მარტს და შეხვდა პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის, ასევე მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში, აჯიტ დოვალს.

ოსტინის თქმით, მან სინგჰთან ერთად განიხილა აშშ-სა და ინდოეთს შორის პარტნიორობის გაფართოების გზები, მათ შორის, თავდაცვის პროდუქტებით ვაჭრობის მხრივ. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანახმად, ინდოეთი სულ უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი ხდება „დღევანდელ სწრაფად ცვალებად საერთაშორისო დინამიკაში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG