Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მუშაკები ბირმაში საპროტესტო გამოსვლას მართავენ სისხლიანი დარბევის შემდეგ


სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეთა დემონსტრაცია ბირმაში (მიანმარი), რანგუნში, 2021 წლის 7 მარტი
სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეთა დემონსტრაცია ბირმაში (მიანმარი), რანგუნში, 2021 წლის 7 მარტი

21 მარტს, დილას, ცენტრალურ ბირმაში (მიანმარი) ექიმები და ექთნები გავიდნენ ქუჩებში მას შემდეგ, რაც კვირის ბოლოს სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეთა გამოსვლა დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ბირმაში არეულობაა გასული თვის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, რომლის შედეგად სამოქალაქო ლიდერი, აუნ სან სუ ჩი ჩამოაგდეს და რასაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, დემოკრატიის დაბრუნების მოთხოვნით.

უშიშროების ძალები გამომსვლელებს ლეტალური ძალით გაუსწორდნენ, მათ ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებთან ერთად, საბრძოლო ვაზნები გამოიყენეს.

ძალადობამ ვერ შეძლო ასობით ექიმისა და ექთნის შეჩერება, რომელთაც თავზე დამცავი ჩაფხუტები ეხურათ, თან სუ ჩის პლაკატებს აფრიალებდნენ და ისე მიაბიჯებდნენ მანადალაის ქუჩებში - ბირმის სიდიდით მეორე ქალაქსა და კულტურულ დედაქალაქში.

მანდალაი, უშიშროების ძალების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ძალადობის არენად იქცა 1 თებერვლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ და, ადგილობრივი მედიის თქმით, უშიშროების ძალებისთვის თავის არიდების მიზნით, მიტინგი გამთენიისას მოაწყვეს.

პროტესტი ერთი დღის მერე გაჩაღდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა სადამკვირვებლო ჯგუფმა დაადასტურა ოთხი დემონსტრანტის მკვლელობა უშიშროების ძალების ხელით მთელ ქვეყანაში.

პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის თანახმად, ორი ადამიანი დაიღუპა კომერციულ დედაქალაქში, რანგუნში.

გამომსვლელებმა ღამით, ჩრდილოეთის ქალაქ კალეში, საპროტესტო აქცია მოაწყვეს სანთლებით და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ჩარევისკენ მოუწოდებდნენ, ბირმაში ძალადობის შესაჩერებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG