Accessibility links

site logo site logo

დათა ვანიშვილი ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს


ფოტო არქივიდან: დათა ვანიშვილი, 2018 წლის ივლისი

მავთულხლართებით გაყოფილი სოფელ ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს 88 წლის დათა ვანიშვილი. ამ სასაფლაოზე მისი მშობლები და ოჯახის სხვა წევრები განისვენებენ.

გარდაცვლილთან გამოსათხოვებლად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვარზე გადასვლის საშუალება მისცეს დათა ვანიშვილის ნათესავების ნაწილს. ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

ოკუპაციასთან ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, დათა ვანიშვილი ცოლთან ერთად ცხოვრობდა მავთულხლართებით გაყოფილ საკუთარ მიწაზე, რომლის ერთ ნაწილში მისი სახლი მოექცა, მეორე ნაწილში კი ნაკვეთი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ამუშავებდა. არაერთი შეთავაზების მიუხედავად, მოხუცი უარს ამბობდა საკუთარი სახლის დატოვებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG