Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე ასახელებს მიზეზს, რის გამოც კოვიდვაქცინაციაზე "აგრესიული კამპანია" არ ყოფილა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ქვეყანაში კოვიდვაქცინაციის აგრესიული კამპანიის არდაწყების მიზეზებზე საუბრობს. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ქვეყანამ არ იცოდა, როდის მიიღებდა გარანტირებულად ვაქცინებს.

"იმუნიზაციის ადვოკატირება ყოველდღიურად დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მიმდინარეობს. თავისი კვირეულებით, ყველანაირი მექანიზმებით... რაც შეეხება კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციას. მოგეხსენებათ, რომ საკომუნიკაციო კამპანიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, საკომუნიკაციო კამპანია ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო იანვრიდან. გასაგებია, რომ ძალიან აგრესიული არ იყო. ერთი მიზეზის გამო - გარანტირებული ვაქცინების მოწოდება არ იყო მიუხედავად იმისა, რომ „კოვაქსთან“ ახლო ურთიერთობა იყო", - განმარტა გამყრელიძემ.

საქართველოში კოვიდვაქცინაზე უნდობლობა მაღალია, მათ შორის, სამედიცინო ჯგუფში. ამ ჯგუფის 71 ათასი მუშაკიდან აცრა მხოლოდ 3843-მა გაიკეთა. NDI-ის დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი, 48% COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხარისხს არ ენდობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG