Accessibility links

site logo site logo

სომხეთის პარლამენტმა გააუქმა საომარი მდგომარეობა


სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს სხდომა. 2021 წლის 24 მარტი.

სომხეთის პარლამენტმა გააუქმა საომარი მდგომარეობა ქვეყანაში, რომელიც შარშან, ოქტომბრის შემდეგ მოქმედებდა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 118-მა დეპუტატმა, ერთმა თავი შეიკავა, ერთი წინააღმდეგი იყო.

ოპოზიცია საომარი მოქმედების გაუქმებას ნოემბრის შემდეგ, აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღისთვის ექვსკვირიანი კონფლიქტის დასრულების შემდეგ, მოითხოვდა. ხელისუფლება გაუქმების წინააღმდეგი იყო.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის თანახმად, ამჯერად მთავრობის მომხრე ფრაქცია, „ჩემი ნაბიჯი“ მიემხრო ოპოზიციური პარტიების ინიციატივას.

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ კრიტიკული ძალები აცხადებდნენ, რომ ფაშინიანს არ სურდა საომარი მდგომარეობის გაუქმება, რადგან ამით ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობდა.

საომარი მოქმედებების დროს აკრძალული იყო დემონსტრაციები და არ შეიძლებოდა ფაშინიანის გადადგომის პროცედურის დაწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG