Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს რეზოლუციით, უნდა შეიქმნას გუნდი ბელარუსში დემონსტრანტთა მიმართ სისასტიკის გამოსაძიებლად


გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, შეიქმნას გუნდი ბელარუსში ალიაქსანდრ ლუკაშენკას ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების მიმართა სასტიკი მოპყრობის გამოსაძიებლად.

ბელარუსში გასული წლის აგვისტოდან აპროტესტებენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ოფიციალური მონაცემებით, მასში ლუკაშენკამ გაიმარჯვა.

24 მარტს ჟენევაში გამართულ კენჭისყრაში საბჭოს 20-მა წევრმა მხარი დაუჭირა საგამოძიებო გუნდის შექმნას, 7 წინააღმდეგი იყო. კენჭისყრას არ ესწრებოდა 20 წევრი.

საგამოძიებო გუნდის შექმნას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა, რომელიც ბელარუსის უახლოესი მოკავშირეა.

„ჩვენ მხარდაჭერა უნდა ვაჩვენოთ ბელარუსის ხალხს და ადამიანის უფლებების დამრღვევთ პასუხი ვაგებინოთ, რათა გაწყდეს დაუსჯელობის მოჯადოებული წრე,“ განაცხადა პორტუგალიის ელჩმა რუი მასიეირამ, რომელიც საბჭოში ევროკავშირს წარმოადგენს. პორტუგალია ამჟამად ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა და რეზოლუციის პროექტი სწორედ ევროკავშირმა წარადგინა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG