Accessibility links

site logo site logo

მტკვარზე წარმოქმნილი კუნძულზე დარჩენილი 6 მწყემსიდან, მაშველებმა 4 ნაპირზე გამოიყვანეს


6 მწყემსიდან, რომლებიც უხვი ნალექის გამო მტკვარზე წარმოქმნილ კუნძულზე ცხვარსა და მსხვილფხა პირუტყვს არ ტოვებდნენ, მაშველებმა 4 მათგანი გამოიყვანეს ნაპირზე. ამჟამად კუნძულზე პირუტყვთან ერთად რჩება 2 მწყემსი.

სამაშველო ჯგუფმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან ახლად წარმოქმნილ კუნძულზე მწყემსებისთვის კარავი გადაიტანა.

მაშველები მდინარის სანაპიროზე რჩებიან და წყლის დონეს აკვირდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG