Accessibility links

site logo site logo

დეგნანი პასუხობს შეკითხვას, რა განსხვავებაა კაპიტოლიუმის მოვლენებსა და მელიას საქმეს შორის 


კელი დეგნანი

„საქართველოს პირველ არხთან" ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა უპასუხა შეკითხვას, რა განსხვავებაა კაპიტოლიუმში განვითარებულ ცნობილ მოვლენებსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას საქმეს შორის.

„ყველაზე დიდი განსხვავება რასაც მე ვხედავ, ეს არის ამერიკის ინსტიტუტების სიძლიერე, რომლებმაც აღადგინა ჩვენი ნდობა საარჩევნო და სამართლებრივი პროცესების მიმართ, რის შედეგადაც კონგრესმა სწრაფადვე გააგრძელა მუშაობა და დაასრულა პრეზიდენტ ბაიდენის ამერიკის პრეზიდენტად დამტკიცების პროცესი. ეს არის ის გზავნილი, რაც განუწყვეტლად მოდის როგორც აქ საელჩოდან, ასევე ვაშინგტონიდან. ის, რომ ძლიერი ინსტიტუტები უმნიშვნელოვანესია დემოკრატიისთვის. დემოკრატია უნდა იყოს მდგრადი და შეეძლოს რეაგირება საზოგადოებაში არსებულ ცვლილებებზე და როდესაც გაქვს ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტები, დემოკრატია გაუძლებს ნებისმიერ რამეს. ეს არის პროცესი, რომელიც მოითხოვს მუდმივ სიფრთხილეს, ერთგულებას და მედეგობას, იმისთვის, რომ დემოკრატია არ შესუსტდეს. მისი შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა, მათი მუდმივი ძალისხმევა დამოუკიდებელი ინსტიტუტების უზრუნველყოფისთვის. ეს ძალისხმევა, ეს ბრძოლა უნდა განხორციელდეს პარლამენტში, ეს არის სათანადო ადგილი“, – განაცხადა დეგნანმა („პირველი არხის" თარგმანი).

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG