Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაზე საყოველთაო რეგისტრაცია აპრილიდან დაიწყება


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინაზე საყოველთაო რეგისტრაცია აპრილში დაიწყება. მისი განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციაც ამ პერიოდში დაიწყება.

"მასიური, ასეთი ფართო ვაქცინაციის ეტაპები ჩვენი გეგმის თანამხად დაგეგმილია მე-3-მე-4 კვარტალში, თუმცა მანამდე, ახლა დღევანდელი მდგომარეობით მოსახლეობის 30% არის ის რაოდენობა, რომელიც მეტად აქტიური მიმღებია ამ ვაქცინების", - თქვა გაბუნიამ.

საქართველოში 15 მარტს დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის AsrtaZeneca-ს ვაქცინით, რომლის 43 200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. ამ დრომდე აცრილია 4048. ვაქცინაციის ისედაც დაბალი ტემპი კიდევ უფრო შეანელა აცრის შემდეგ, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიის გამო ახალციხელი ექთნის გარდაცვალებამ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რეგულირების სააგენტომ მოკვლევის პირველადი დასკვნა ამ კვირაში უნდა გამოაქვეყნოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG