Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საპატიმროების უწყებამ  ნავალნის მდგომარეობა „დამაკმაყოფილებლად“ შეაფასა


რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ საპატიმროში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა „დამაკმაყოფილებელია“. კრემლის ღია ოპონენტის მომხრებმა შეშფოთება გამოხატეს მისი ჯანმრთელობის გამო 24 მარტს, როცა გავრცელდა ცნობა, რომ ის არ მივიდა ადვოკატთან დაგეგმილ შეხვედრაზე.

ლეონიდ ვოლკოვმა, ნავალნის ჯგუფის კოორდინატორმა რუსეთში, განაცხადა, რომ ოპოზიცინერმა წინა კვირას ძლიერი ტკივილი იგრძნო ზურგის არეში და ფეხში შეგრძნების დაკარგვის განცდა ჰქონდა და ვერ დგებოდა მასზე. ვოლკოვის თქმით, ნავალნის ტკივილოგამაყუჩებელი - იბუპროფენის ორი აბი -მისცეს.

.რუსეთის ვლადიმირის ოლქის საპატიმროების ფედერალური უწყების პრესსამსახურმა ინტერფაქსს უთხრა, რომ ნავალნის მდგომარეობა სამედიცინო შემოწმების შედეგად, „დამაკმაყოფილებელია.“

ნავალნის ადვოკატების თანახმად, ისინი არ შეუშვეს პოკროვის კოლონიაში, ისადაც ნავალნი იმყოფება. ოფიციალური პასუხით, ნავალნი გადიოდა სამედიცინო შემოწმებას საკუთარი სურვილით.

2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ რუს ოპოზიციონერს კოლონიაში თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2013 წლის საქმის გამო. მას დაახლოებით ორნახევარი წელიწადი მოუწევს იქ ყოფნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG