Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბილ გეიტსი: მსოფლიო შეძლებს ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს 2022 წლისთვის


ბილ გეიტსი, 2021 წლის თებერვალი
ბილ გეიტსი, 2021 წლის თებერვალი

Microsoft-ის თანადამაარსებელმა და ფილანტროპმა ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ მსოფლიო შეძლებს დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას 2022 წლისთვის კოვიდ-19-ის ვაქცინის დახმარებით.

პოლონეთის მედიისთვის, Gazeta Wyborcza-სა და ტელეკომპანია, TVN24-თვის მიცემულ ინტერვიუში, მან თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიას „დაუჯერებელი ტრაგედიაა“ და იმედის ერთადერთი სხივი აცრებია, რომლებიც შემუშავდა საოცარი სისწრაფით.

2022 წლისთვის ნორმალურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ, განაცხადა გეიტსმა, რომელმაც 2014 წელს დატოვა Microsoft Corp-ის ხელმძღვანელის პოსტი 2014 წელს და დასძინა, რომ 2015 წელს ის აფრთხილებდა სამყაროს შესაძლო გლობალური პანდემიის შესახებ. მისი თქმით, ის აფრთხილებდა ხალხს, რომ არის გარკვეული საფრთხე, მცირე თანხებით შეგვიძლია მოვემზადოთ და თავიდან ავიცილოთ პრობლემა, მაგრამ, სამწუხაროდ, აცხადებს გეიტსი, არ დამიგდეს ყური და არ გაკეთდა სათანადო ინვესტირება.

თავისი საქველმოქმედო ფონდის გზით, ბილ გეიტსმა გამოყო 1,75 მილიარდი დოლარი კოვიდ-19-ის პანდემიასთან საბრძოლველად, სხვათა შორის, ვაქცინების ზოგიერთი მწარმოებლის დასახმარებლად და დიაგნოსტიკის და მკურნალობის პოტენციური მეთოდების მხარდასაჭერად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG