Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უშიშროების სამსახური ვიქტორ მედვედჩუკის მოძრაობის ოფისებში ჩხრეკას ატარებს


უკრაინის უშიშროების სამხახურის თანამშრომლები სახელმწიფოს ღალატის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩხრეკას ატარებენ საზოგადოებრივი მოძრაობა “უკრაინული არჩევანი-ხალხის უფლების“ ოფისებში. აღნიშნულ მოძრაობას სათავეში უდგას უკრაინელი ოლიგარქი და საპარლამენტო ოპოზიციური გარეთიანება, „პლატფორმა სიცოცხლისათვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ მედვედჩუკი.


რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით უშიშროების გამომძიებლები პრორუსულ საზოგადოებრივ გაერთიანებაში ჩხრეკას აწარმოებენ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც ერთბაშად რამდენიმე მუხლით აღიძრა. ესენია: სახელმწიფოს ღალატი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და სამსახურებრივი თაღლითობა.

უკრაინის უშიშროების ვერსიით, 2014 წლის გაზაფხულზე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს ვიქტორ მედვედჩუკის მიერ დაარსებული მოძრაობის კიევის ოფისი კოორიდინირებას უწევდა ყირიმში მოქმედ ჯგუფებს, რომელთა წარმომადგენლები აქტიურ პროპაგანდას უწევდნენ ყირიმის შესვლას რუსეთის ფედერაციაში.


გარდა ამისა, უკრაინის პროკურატურის ვერსიით, მედვედჩუკის ორგანიზაციის წევრები მონაწილეობას ღებულობდნენ უკანონო შეიარაღებული ფორმირების, „ყირიმის თავდაცვის“ საქმიანობაში,, ხელისუფლების ორგანოთა ადმინისტრაციული შენობების არებასა და უკრაინის ერთიანობის მომხრე აქტივისტების დევნაში.

ვიქტორ მედვედჩუკი ამ ბრალდებებს უარყოფს.

გასული თვის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლთაც ძალაში შედის პოლიტიკაში გავლენიანი პირის და ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკისთვის და კრემლთან კავშირების მქონე სხვა უკრაინელი პოლიტიკოსებისთვის დაწესებული სანქციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG