Accessibility links

site logo site logo

აშშ-ი და ევროკავშირი ერთობლივ რეაგირებას მოახდენენ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის აგრესიაზე


აშშ-ს და ევროკავშირს განზრახული აქვთ ერთობლივად უპასუხონ რუსეთის მტრულ ზრახვებს, მათ შორის აგრესიას უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჟოზეფ ბორელის შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.

„სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ხაზი გაუსვეს, რომ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი მომავალში კოორდინირებულად იმოქმედონ რუსეთის გამომწვევ ქმედებეზე, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე და ასევე დეზინფორმაციასა და საარჩევნო პროცესებში ჩარევაზე, ბოროტგანზრახულ კიბერსაქმიანობასა და სამხედრო ძალის დემონსტრირებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.


ბორელმა და ბლინკენმა გადაწყვიტეს ასევე, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანაშრომლობას „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, მათ შორის სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში ყოვლისმომცველი რეფორმების მხარდასაჭერად“. აშშ-ი და ევროკავშირი კოორდინირებულად მოახდენენ რეაგირებას ასევე „რუსეთში დამოუკიდებელი პოლიტიკური ხმების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისფლებისათვის სივრცის შემცირებაზე, ასევე ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმის პატივისცემის შემცირებაზე.“

აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან ითანამშრომლონ რუსეთთან ისეთ საკითხებში, რომლებიც "ერთობლივი ინტერესის საგანს" შეადგენს. ენტონი ბლინკენი და ჟოზეფ ბორელი მოუწოდებენ რუსეთს უარი თქვას კონფრონტაციაზე.

ერვოკავშირში გამართულ შეხვედრამდე უფრო ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბიუსელში პირველად მონაწილეობდა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. 23 მარტს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირობა დადეს, რომ ალიანსი გააგრძელებს ადაპტაციას „მზარდი საფრთხეებისა და სისტემური კონკურენციის პირობებში“ და აღნიშნეს, რომ „რუსეთის აგრესიული ქმედებები მუქარას წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG